понедельник, 12 мая 2014 г.

სასწავლო პროექტი

პროექტის სახელწოდება: ეკოლოგიური  პრობლემები სოფელი აჭის მაგალითზე.



პროექტის მთავარი იდეა: ჩვენი საცხოვრებელი გარემო ეკოლოგიური პრობლემის წინაშე დგას.

პროექტის აქტუალობა: ამ თემაზე მუშაობისას, მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ უნარ-ჩვევები, რომლითაც შეძლებენ გააცნობიერონ ეკოლოგიური პრობლემების მასშტაბურობა  და გონივრულად იმოქმედონ, რათა ბუნებამ შური არ იძიოს.

პროექტის  მიზნები: მოსწავლეებს განუვითარდეს ბუნების სიყვარული და სურვილი მისი დაცვის. ისწავლონ თანამშრომლობა, შეძლონ კვლევა, დასკვნების გამოტანა.

მოსწავლეთა ასაკი: 14 წელი.

ვადები /ხანგრძლივობა: 10 დღე.

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას აჭის ტერიტორიასზე გავრცელებული მცენარეების შესახებ. ჩაატარებენ კვლევას თუ  რა გავლენას ახდენს აჭში არსებული ჰიდროელექტრო სადგური გარემო პირობებზე.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელო, რუკა, ფოტოსურათები, ჩანახატები, ინტერნეტი, პლაკატები, რვეული და პასტა.

პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები.):

აქტივობა 1. აჭის ბუნებრივი პირობების აღწერა. მოსწავლეები აგროვებენ ინფორმაციას ამ სოფლის ტერიტორიაზე გავრველებულ, წითელ წიგნში შეტანილი მცენარეების შესახებ.



აქტივობა 2. ამ ეტაპზე მოსწავლეები იწყებენ სურათების შეგროვებას და ჩანაწერების გაკეთებას.

ქტივობა 3. მოსწავლეები აწყობენ გამოფენას თემაზე: “დედამიწა ჩვენი სახლია.“



აქტივობა 4. პროექტის შეფასება და მნიშვნელობა.

საგანთან/ საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
გეოგრაფია , ბიოლოგია.

პროექტის ხელმძღვანელი {მასწავლებელი}:  დოდო გორგოშიძე.


ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: dodogorgoshidze@gmail.com.